|
2017-12-26 17:50:40, 2096 ნახვა
საზოგადოება
სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე N14 პენიტენციური დაწესებულების განახლებულ ინფრასტრუქტურას გაეცნო
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე ზვიად მიხანაშვილი N14 პენიტენციურ დაწესებულებას ესტუმრა და მის ხელმძღვანელებთან ერთად ახლადგახსნილი საზოგადოებრივი მისაღები დაათვალიერა და იქ მომუშავე პერსონალს გაესაუბრა. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ზვიად მიხანაშვილმა დაწესებულებაში ასევე თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ახლადრეაბილიტირებული სამედიცინო პუნქტიც დაათვალიერა, სადაც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სტომატოლოგიური კაბინეტი, სასტერლიზაციო, შიდსისა და ინფექციური დაავადებების სკრინინგისა და სხვა სახის სამედიცინო პუნქტები ფუნქციონირებს. უწყების ცნობით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილემ ზვიად მიხანაშვილმა დაწესებულების ტერიტორიაზე სამედიცინო პუნქტის მუშაობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და იქ მომუშავე პერსონალს მადლობა გადაუხადა. „დავათვალიერეთ გეგუთის N14 პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო პუნქტი, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით. მინდა, აღვნიშნო, რომ მომსახურე პერსონალი ყოველთვის სრულ მზადყოფნაშია, სათანადო დახმარება გაუწიონ აქ მყოფ მსჯავრდებულებს,“- აღნიშნა ზვიად მიხანაშვილმა. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ პენიტენციური ჯანდაცვის ორგანიზებისა და სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, არაერთი რეფორმა განახორციელა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)