|
2017-12-26 17:00:38, 915 ნახვა
რეგიონი
ბათუმში ღვინისა და ყველის ფესტივალი გაიხსნა
ბათუმის საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში დღეს ღვინისა და ყველის ფესტივალი გაიხსნა. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ევროპის მოედანზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ფერმერულ და კოოპერატიულ მეურნეობებში დამზადებული პროდუქციაა წარმოდგენილი. მათივე ცნობით, წინასაახალწლო ბათუმში მყოფ სტუმრებსა და ადგილობრივებს საშუალება აქვთ დააგემოვნონ და შეიძინონ ტრადიციული რეცეპტებით დამზადებული ქართული ღვინისა და ყველის პროდუქცია. ფესტივალს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ავთანდილ მესხიძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ საუკეთესო მეწარმეები ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლებით დააჯილდოვა. ღონისძიების საკონცერტო ნაწილში მონაწილეობდნენ ჯგუფი ,, ბანი" და ანსამბლი ,,ელესა". აჭარის სოფლის მეურნეობისა და „აგროსერვის ცენტრის" ორგანიზებით ღვინისა და ყველის ფესტივალი 2 დღეს გაგრძელდება. პარალელურად, ევროპის მოედანზე გრძელდება საახალწლო ღონისძიებები, რომელიც წელს განსაკუთრებით მდიდარია საბავშო გასართობი პროგრამებით და ცნობილი ქართველი შემსრულებლების კონცერტებით. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





