|
2017-12-25 14:47:00, 1864 ნახვა
კომენტარი
მდინარაძე ზვიად რატიანის საქმეზე: თუ ძალის გადამეტების ფაქტი არ დაფიქსირდა, პოლიციელი არ უნდა დაიჩაგროს
ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, პოეტ ზვიად რატიანის ცემის ფაქტთან დაკავშირებით, უნდა დადგინდეს, ჰქონდა თუ არა პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებას ადგილი. როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, თუ ძალის გადამეტების ფაქტი არ დაფიქსირდა, სამართალდამცველებს გვერდში დგომა სჭირდებათ. "თუ ადგილი ჰქონდა პოლიციის მიერ ძალის გადამეტებას, მაშინ ბუნებრივია სამართალდამცველის პასუხისმგებლობაზე უნდა იყოს საუბარი. ხოლო თუ დადგინდება, რომ ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია, მაშინ პოლიციელი ნამდვილად არ უნდა დაიჩაგროს. პირიქით, მათ უნდა ვაჩვენოთ, რომ არც ერთ შემთხვევაში, როდესაც ისინი არიან ადექვატურები, მკაცრები და კანონის ფარგლებში მოქმედებენ, მათ საქმიანობას კიდევ მეტი სტიმულირება სჭირდება. მათ სჭირდებათ გვერდით დგომა", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა. შეგახსენებთ, რომ ზვიად რატიანი საპოლიციო კონტროლისას დააკავეს. რატიანი ამბობს, რომ სამართალდამცველებმა დაკავებისას უფლებამოსილებას გადააჭარბებს. ის პოლიციელებს ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან მოქალაქე ზვიად რატიანის მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ძალადობით გადამეტების ფაქტზე. შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ ზვიად რატიანი იყო ნასვამ მდგომარეობაში, ვერ აკონტროლებდა ქცევას და ლექსიკას, იქცეოდა აგრესიულად, წინააღმდეგობას უწევდა და შეურაცხყოფას აყენებდა სამართალდამცველებს, რითაც მათ არ აძლევდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების შესაძლებლობას.
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენაზე მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
"ლელო-ძლიერი საქართველო": გასული 34 წლის მანძილზე საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარ ყველა შეიარაღებულ კონფლიქტში ჩვენი ქვეყანა მუდამ იცავდა საკუთარ სახელმწიფო ინტერესებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)