|
2017-12-25 10:46:38, 1949 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერმა „ახალ ტფილისში“ გახსნილი საახალწლო ბაზრობა დაათვალიერა
თბილისის მერი კახა კალაძე , პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან ერთად „ახალ ტფილისს“ ესტუმრა. დედაქალაქის მერმა "ახალ ტფილისში" გახსნილი საახალწლო ბაზრობა დაათვალიერა და იქ წარმოდგენილ პროდუქციას გაეცნო. კახა კალაძემ ღონისძიების ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა ,მოსახლეობას კი „ახალ ტფილისში“ და დედაენის ბაღში მისვლისკენ მოუწოდა. „მინდა ვისარგებლო შემთხვევით, საქართველოს ბანკს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო, რადგან ეს აღმაშენებელი მთლიანად საქართველოს ბანკის მიერ არის მორთული. ეს ჯიხურებიც, თავიანთი სტარტაპერები ჰყავთ შემოყვანილი და რაც მთავარია -პროდუქტი, რომელიც იყიდება, არის საქართველოში ნაწარმოები, ქართული და კარგია ზოგადად, საშობაო - საახალწლო განწყობა და ძალიან მიხარია, რომ ბევრი ადამიანია გამოსული“,- განაცხადა კახა კალაძემ. „ახალ ტფილისში“ საახალწლო ბაზრობა 7 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)