|
2017-12-25 10:36:01, 1734 ნახვა
საზოგადოება
ტურისტული-საინფორმაციო ცენტრები ტურისტებს აჭარაში მოგზაურობას უმარტივებენ
მიმდინარე წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული-საინფორმაციო ცენტრები 84 019 უცხოელ ვიზიტორს მოემსახურა. წლის განმავლობაში რეგიონში მდებარე 9 ცენტრში უცხოელ ვიზიტორებს რეგიონის ტურისტული პროდუქტების, ღირსშესანიშნაობებისა და ობიექტების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიღება შეეძლოთ. „ჩვენი ტურისტული-საინფორმაციო ცენტრები გამორჩეულია თავისი სერვისებით. ჩვენთან ტურისტს შეუძლია მიიღოს ყველა ტიპის ინფორმაცია რაც ტურიზმს, რეგიონში დასვენებასა და მოგზაურობას უკავშირდება. არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება ტურისტული ობიექტები, ღირსშესანიშნაობები, მარშრუტები თუ ტრანსპორტის საშუალებები. ჩვენ აქტიურ ტურისტულ სეზონზე 24 საათის განმავლობაში და ზოგადად, მუდმივად ვცდილობთ ტურისტებს გავუმარტივოთ რეგიონში მოგზაურობა და რაც მთავარია, შევაყვაროთ მათ ჩვენი რეგიონი. ამისთვის მუდმივად ხდება ინფორმაციების განახლება და თანამშრომლების გადამზადება, რაც საბოლოო ჯამში მაღალ სერვისსა და კმაყოფილ ტურისტებში აისახება“ აცხადებს საინფორმაციო-ტურისტული ცენტრების ხელმძღვანელი მაია მიქაშავიძე. აჭარაში ტურისტული-საინფორმაციო ცენტრები განთავსებულია ხუთივე მუნიციპალიტეტში და ბათუმში. ქალაქში ის ტურისტებს საბაგიროსთან, ბულვარში, ბათუმი ცენტრალში, აეროპორტსა და სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე ემსახურება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)