15:03 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-23 15:39:51, 3084 ნახვა

მსოფლიო
რუმინეთის მმართველი პარტია საელჩოს იერუსალიმში გადატანის მომხრეა

რუმინეთის მმართველი პარტიის ლიდერი ლივიუ დრაგნეა,  რუმინეთის საელჩოს იერუსალიმში გადატანის მომხრეა.

ინფორმაციას timesofisrael-ი ავრცელებს.

დრაგნეამ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც რუმინეთმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე იერუსალიმის სტატუსის შესახებ რეზოლუციის კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.

“ისრაელის ყველა ცენტრალური ინსტიტუტი იერუსალიმშია, ამიტომ ელჩებს თელ-ავივიდან იერუსალიმში სიარული მუდმივად უწევთ”, – განაცხადა დრაგნეამ.

ლივიუ დრაგნეა ამჟამად რუმინეთის პარლამენტის ქვედა პალატის სპიკერის თანამდებობას იკავებს.

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების წინააღმდეგ რეზოლუცია 128 ხმით მიიღო.  9 ქვეყანამ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank-თან გააფართოვა
26 სექტემბრის ღამიდან 80 000-მდე აბონენტს წყალი 36 საათით შეუწყდება
თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი თანხის გაფლანგვისთვის მსჯავრდებულებმა ვასილ მხეიძემ და გიორგი ხაინდრავამ პენიტენციური დაწესებულება დატოვეს
თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, რიკო ექსპრესმა $10 მილიონის ობლიგაციები გამოუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics