|
2026-09-25 14:01:12, 243 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank-თან გააფართოვა
საქართველოს ბანკმა ერთ-ერთ წამყვან საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტთან, Standard Chartered Bank-თან, საკორესპონდენტო ურთიერთობა დაამყარა. ახალი პარტნიორობა ბანკს საერთაშორისო გადარიცხვების მიმართულებით შესაძლებლობების გაფართოებისა და მომხმარებლებისთვის კიდევ უფრო ეფექტიანი საბანკო სერვისების შეთავაზების საშუალებას მისცემს. Standard Chartered Bank გლობალური ფინანსური ინსტიტუტია, რომელსაც საერთაშორისო გადახდების, სავაჭრო ფინანსებისა და ტრანზაქციული საბანკო მომსახურებების მიმართულებით ფართო გამოცდილება აქვს. საკორესპონდენტო ანგარიშის გახსნა კი საქართველოს ბანკს შესაძლებლობას აძლევს, გააძლიეროს საერთაშორისო გადარიცხვების ინფრასტრუქტურა, გააუმჯობესოს ტრანზაქციების დამუშავების პროცესები და მომხმარებლებს საერთაშორისო ფინანსურ ოპერაციებთან დაკავშირებული უფრო მოქნილი და ეფექტიანი სერვისები შესთავაზოს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც უცხოელ პარტნიორებთან ანგარიშსწორებას, იმპორტ-ექსპორტის ოპერაციებსა და საერთაშორისო სავაჭრო საქმიანობას ახორციელებენ. Standard Chartered Bank-თან თანამშრომლობა საქართველოს ბანკის საერთაშორისო საბანკო ურთიერთობების გაფართოების ნაწილია და კიდევ ერთი ნაბიჯია მომხმარებლებისთვის საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებთან დაკავშირებული შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით.
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank-თან გააფართოვა
26 სექტემბრის ღამიდან 80 000-მდე აბონენტს წყალი 36 საათით შეუწყდება
თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი თანხის გაფლანგვისთვის მსჯავრდებულებმა ვასილ მხეიძემ და გიორგი ხაინდრავამ პენიტენციური დაწესებულება დატოვეს
თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, რიკო ექსპრესმა $10 მილიონის ობლიგაციები გამოუშვა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)