15:04 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-22 20:10:02, 2586 ნახვა

მსოფლიო
ესპანეთის პრემიერმინისტრმა კარლეს პუჩდემონის შეთავაზებაზე უარი განაცხადა

ესპანეთის პრემიერმინისტრმა, მარიანო რახოიმ კატალონიის ყოფილი ლიდერის, კარლეს პუჩდემონის შეთავაზებაზე  უარი განაცხადა. ინფორმაციას channelstv-ი ავრცელებს.
ესპანეთის პრემიერის თქმით, დიალოგისთვის მზად არის, თუმცა, ის მოლაპარაკებას არა პუჩდემონთან არამედ რეგიონის ახალ ლიდერებთან გეგმავს. ისიც იმ შემთხვევაში, თუ მათ სეპარატისტული განწყობა არ ექნებათ. 
„მე შევხვდები იმას ვინც ხალხმა აირჩია და ეს მისის არმიმადაა“.– განაცხადა რახოიმ ჟურნალისტებთან. 
კატალონიის ყოფილი ლიდერმა კარლეს პუჩდემონმა ესპანეთის პრემიერს შეხვედრა და დიალოგი შესთავაზა. პუჩდემონის განცხადებით, შეხვედრა წინაპირობების გარეშე ევროპის რომელიმე ქვეყნის დედაქალაქში უნდა შედგეს და ამით ურთიერთობებში ახალი ეტაპი უნდა დაიწყოს. 
შეგახსენებთ, გუშინ კატალონიაში  რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები გაიმართა.  წინასწარი მონაცემების მიხედვით, დამოუკიდებლობის მომხრე პარტია კატალონიის რეგიონალურ პარლამენტში ყველაზე მეტ მანდატს მიიღებს.
გამოკითხვის თანახმად, არჩევნებს პარტია Ciudadanos (მოქალაქეები) იგებს, რომელიც 34-37 ადგილს მიიღებს. თუმცა, დამოუკიდებლობის მომხრე ძალები ERC, Junts per Catalunya და CUP-ი 67-დან 71 ადგილს მიიღებენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank-თან გააფართოვა
26 სექტემბრის ღამიდან 80 000-მდე აბონენტს წყალი 36 საათით შეუწყდება
თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი თანხის გაფლანგვისთვის მსჯავრდებულებმა ვასილ მხეიძემ და გიორგი ხაინდრავამ პენიტენციური დაწესებულება დატოვეს
თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, რიკო ექსპრესმა $10 მილიონის ობლიგაციები გამოუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics