|
2017-12-20 23:42:07, 1999 ნახვა
კომენტარი
კვირიკაშვილი: მე ნამდვილად ვნანობ - ხშირად ძნელია გაზომო, ზუსტად რამდენი ემოცია უნდა გამოუშვა
„სამწუხაროდ, ხანდახან ხდება, როდესაც ადამიანს საკუთარი ღირსების დაცვა გიწევს და იქ ხშირად ძნელია გაზომო, ზუსტად რამდენი ემოცია უნდა გამოუშვა“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრისას განაცხადა. მან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიასთან დაპირისპირებისას მომხდარი ინციდენტის გამო, საზოგადოებას ბოდიში კიდევ ერთხელ მოუხადა. „სამწუხაროდ, ჩვენ გვყავს ოპოზიციის ნაწილი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ იმაზე მუშაობს, რომ დესტრუქცია გამოიწვიოს, იყოს პროვოკაციული და ყველანაირი ეთიკის ჩარჩოები დაარღვიოს. სამწუხაროდ, მათ შეძლეს ის, რომ მე მომიწია ზედმეტად ემოციური პასუხის გაცემა. მე ნამდვილად ვნანობ ამას, პირდაპირ გეტყვით, იმიტომ, რომ არ არის ეს კარგი, მაგრამ იმასაც ვიტყვი, რომ სამწუხაროდ, ხანდახან არის, როდესაც ადამიანს საკუთარი ღირსების დაცვა გიწევს და იქ ხშირად ძნელია გაზომო, ზუსტად რამდენი ემოცია უნდა გამოუშვა. მათ სამწუხაროდ, ეს მოახერხეს. მე საზოგადოებას ბოდიში მოვუხადე და კიდევ ერთელ ვუხდი“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენაზე მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
"ლელო-ძლიერი საქართველო": გასული 34 წლის მანძილზე საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარ ყველა შეიარაღებულ კონფლიქტში ჩვენი ქვეყანა მუდამ იცავდა საკუთარ სახელმწიფო ინტერესებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)