|
2017-12-18 14:29:34, 704 ნახვა
რეგიონი
ზურაბ პატარაძე ახალგაზრდა ლიდერებს შეხვდა
აჭარისა მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ "გაეროს ახალგაზრდულ ასამბლეა 2017"- ში მონაწილე ახალგაზრდებს უმასპინძლა. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა ზურაბ პატარაძის სამუშაო კაბინეტში შედგა. ბათუმის სხვადასხვა სკოლის საუკეთესო მოსწავლეებს რეგიონის მთავრობის ხელმძღვანელმა ქვეყნისა და რეგიონის მომავლის საკუთარ ხედვებსა და მთავრობის პრიორიტეტებზე ესაუბრა. მისი თქმით, ახალ თაობას უნიკალური შესაძლებლობები აქვს შეიძინოს კარგი ცოდნა, დაეუფლონ უცხო ენებს, გაცვლით პროგრამებში მონაწილეობით მიიღონ განათლება და გამოცდილება ევროპის ქვეყნების სასწავლებლებში. როგორც ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, ახალგაზრდების ჩართულობა ქვეყნის განვითარების საქმეში არის უმნიშვნლოვანესი. „ქვეყანას ჭირდება ახალგაზრდა ლიდერები, განათლებული და პროგრესულად მოაზროვნე ახალგაზრდა თაობა და მე მიხარია, რომ დღეს სწორედ ასეთ ახალგაზრდებს ვუმასპინძლე" - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ. შეხვედრის დასასრულს, ახალგაზრდა ლიდერებმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





