22:12 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-18 13:34:24, 1211 ნახვა

სამხედრო
DIB სკოლაში მოლაპარაკებებისა და მედიაციის სპეციალიზირებული კურსი დაიწყო

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა (DIB) „მოლაპარაკებებისა და მედიაციის სპეციალიზირებული კურსი - ევროპის ახალი სასწავლო ინიციატივა სამოქალაქო კრიზისების მართვის კონტექსტში“ მსმენელების საერთაშორისო ჯგუფს  პირველად მასპინძლობს. 

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კურსში მონაწილე ბრიტანელი, გერმანელი, ჰოლანდიელი, რუმინელი, პოლონელი, სერბი, უკრაინელი სამოქალაქო და სამხედრო პირები, ასევე, ექსპერტები სხვადასხვა საერთაშორისო მისიაში, მათ შორის, საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში მუშაობენ. 

კურსის მიზანს მოლაპარაკებისა და მედიაციის პროცესში საჭირო უნარების განვითარება და ცოდნის ამაღლება წარმოადგენს. ტრენინგი კლინგენდაელის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტისა და ბულგარეთის დიპლომატიური ინსტიტუტის ორგანიზებით ტარდება და მას კლინგენდაელის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის წარმომადგენლები უძღვებიან.

ოთხდღიანი ტრენინგის განმავლობაში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ ევროკავშირის კრიზისების მართვასთან დაკავშირებული  გადაწყვეტილებების მიღების პროცესსა და მედიაციის საშუალებებს გაეცნონ. ისინი  ძირითადი პრინციპების იდენტიფიცირებას შეძლებენ, რომელსაც წარმატებული მედიატორი უნდა ფლობდეს.  ტრენინგზე მიღებული გამოცდილება მსმენელებს საშუალებას მისცემს სამოქალაქო კრიზისების მართვისას, სათანადო ხერხებისა და ტაქტიკის გამოყენებით,  მოლაპარაკებები უფრო ეფექტურად და თავდაჯერებულად აწარმოონ. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპელები აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას
მოსკოვის რეგიონში გაყიდვების მხრივ სიდიდით მეორე ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა ფუნქციონირება შეწყვიტა
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics