|
2017-12-17 18:13:20, 845 ნახვა
რეგიონი
ზურაბ პატარაძემ ებრაელებს ხანუქას დღესასწაული მიულოცა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ბათუმის სინაგოგაში ხანუქას დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას მეუღლესთან ერთად დაესწრო და საქართველოში მცხოვრებ ებრაელებს დღესასწაული მიულოცა. ზურაბ პატარაძემ მილოცვაში ხაზი გაუსვა ქართველი და ებრაელი ხალხის მრავალსაუკუნოვან მეგობრობას და განსაკუთრებულ ურთიერთობას. ,,ქართველებსა და ებრაელებს განსაკუთრებული მეგობრობა აკავშირებს, რომელიც 26 საუკუნეა გრძელდება. ეს არის ნამდვილი მაგალითი ძმობისა და ურთიერთგაგების. მიხარია, რომ ჩვენს რეგიონშიც საზეიმოდ აღინიშნება ხანუქას დღესასწაული. კიდევ ერთხელ, სულითა და გულით ვულოცავ ამ დღეს ყველა ებრაელს. მინდა ვუსურვო მათ მშვიდობა, ბედნიერება, განვითარება, ჩვენ ქვეყნებს შორის უფრო მჭიდრო ურთიერთობა და წარმატებული მომავალი"-აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. ღონისძიებას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, აჭარის მთავრობის წევრები და სხვადასხვა დიასპორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ხანუქას, ანუ ოქროს მენორის დღესასწაულს ებრაელები ნოემბერ-დეკემბერში ზეიმობენ. იგი ტაძრის გაწმენდის, საკურთხევლის კურთხევის და სატაძრო მსახურების განახლების აღსანიშნავად დაწესდა და რწმენის სიმტკიცისა და ტრადიციების განახლების სიმბოლოა. დღესასწაული 8 დღის განმავლობაში გრძელდება და ყოველ დღე სასანთლეზე (მენორაზე) თითო სანთელი ინთება. ეს ამ დღესასწაულის მთავარი რიტუალია. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





