|
2018-04-23 17:04:48, 1888 ნახვა
რეგიონი
დაბა ფასანაურის საზოგადოებრივ ცენტრში წიგნის საერთაშორისო დღე აღინიშნა
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ წიგნის საერთაშორისო დღე დაბა ფასანაურის საზოგადოებრივი ცენტრის ბიბლიოთეკაში ადგილობრივ სკოლის მოსწავლეებთან ერთად აღნიშნა. შეხვედრაზე გაიმართა საჯარო კითხვა, ლექსების მხატვრული კითხვის კონკურსი და ვიქტორინა. გამარჯვებულ ბავშვებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ. იუნესკოს 1995 წლის 15 ნოემბრის 28-ე სესიაზე 23 აპრილი ოფიციალურად დასახელდა წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღედ, 1996 წლიდან კი დაიწყო მისი აღნიშვნა. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა განათლების გავრცელების, კულტურული ტრადიციების გათვითცნობიერების ამაღლების მიზნით და იმის გათვალისწინებით, რომ წიგნი ცოდნის გავრცელების საუკეთესო და ყველაზე ხელმისაწვდომი საშუალებაა. 2003 წლიდან საქართველოც შეუერთდა იმ 80 ქვეყანას, სადაც წიგნის დღე 23 აპრილს აღინიშნება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





