|
2017-12-08 14:34:55, 722 ნახვა
რეგიონი
აჭარულ სამზარეულოს „ბელარუს 1“ გადაცემებს მიუძღვნის
ბელარუსში წამყვანი ტელეკომპანია „ბელარუს 1“ აჭარულ სამზარეულოსა და ტურისტულ პოტენციალს 4 გადაცემას მიუძღვნის. პოპულარული კულინარიული გადაცემა „50 რეცეპტი”-ის სპეციალური გამოშვებების ჩაწერა რეგიონში რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. ყველა გადაცემა პოპულარულ აჭარულ კერძებს მიეძღვნება, რომლის დროსაც ქართული ტრადიციებისა და სტუმართმოყვარეობის შესახებ ისაუბრებენ. ხვალ, გადაცემის ობიექტივში უკვე ბათუმის ტურისტული ღირსშესანიშნაობები, ბოტანიკური ბაღი და გონიო-აფსაროსის ციხე-მუზეუმი მოექცევა. აჭარის შესახებ მომზადებულ გადაცემებს ბელარუსში 7 მილიონამდე მაყურებელი იანვრის განმავლობაში ნახავს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა წელს 23 მედიატურს გაუწია ორგანიზება, რომლის ფარგლებშიც სამიზნე ქვეყნების პოპულარულ მედიასაშუალებებში 102 სტატია და რეპორტაჟი გამოქვეყნდა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





