10:37 - 13 May, 2026
|
2017-12-05 16:46:55, 1991 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის შს მინისტრმა სააკაშვილს მოუწოდა, კანონის მოთხოვნებს დაემორჩილოს
უკრაინის შინაგამ საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმა საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მოუწოდა კანონის მოთხოვნებს დაემორჩილოს, - ამის შესახებ შს მინისტრი Twitter-ის საკუთარ გვერდზე წერს. როგორც ავაკოვმა აღნიშნა, ნებისმიერი კონფლიქტი მხოლოდ კანონიერი გზით უნდა გადაიჭრას. "სააკაშვილი უნდა დაემორჩილოს კანონის მოთხოვნებს, გაიაროს კანონიერი პროცედურა და წარდგენილ ბრალდებას უპასუხოს და არა სისხლისღვრისა და დაპირისპირების პროვოცირება მოახდინოს“, - წერს ავაკოვი. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს დილით დააკავეს, თუმცა მომხრეებმა ის რამდენიმე საათში გაათავისუფლეს. ამ დროისთვის სააკაშვილი მხარდამჭერებთან ერთად უკრაინის უმაღლეს რადასთან საპროტესტო აქციას მართავს.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)