|
2017-12-05 16:04:40, 2122 ნახვა
მსოფლიო
ევროკავშირის წარმომადგენლობა: მოვუწოდებთ უკრაინის ხელისუფლებას, სააკაშვილის ძირითადი უფლებების დარღვევა არ მოხდეს
უკრაინაში ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკავებას გამოეხმაურა, - ამის შესახებ Korrespondent.net იუწყება. როგორც უკრაინაში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ისინი მომხდარს თვალყურს ადევნებენ. ამასთან, მათ იმედი გამოთქვეს, რომ მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში გამოძიება უკრაინის კანონმდებლობის ფარგლებში ჩატარდება. „ჩვენ საქმის კურსში ვართ იმასთან დაკავშირებით თუ რა ხდება ახლა ბატონ მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში. ჩვენ ასევე, ყურადღებით ვაკვირდებით ამ შემთხვევას და იმედი გვაქვს, რომ გამოძიება დროულად ჩატარდება კანონის სრული მოთხოვნების შესაბამისად. ასევე მოვუწოდებთ უკრაინის ხელისუფლებას, ბატონი მიხეილ სააკაშვილის ძირითადი უფლებების დარღვევა არ მოხდეს“, - აღნიშნულია ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)