|
2017-12-05 15:30:05, 2029 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის პროკურატურა სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შინაპატიმრობას მოითხოვს
უკრაინის გენერალური პროკურატურა საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 24-საათიან შინაპატიმრობას ითხოვს, - ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება. უკრაინის გენერალური პროკურორის იური ლუცენკოს თქმით, მიხეილ სააკშვილს სახელმწიფოს წინააღმდეგ მძიმე დანაშაულის ჩადენა ედება ბრალად. მისივე ინფორმაციით, სააკაშვილის გუნდს გაქცეული ოლიგაქრი სერგეი კურჩენკო აფინანსებს. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა, თუმცა სპეცრაზმი მის ტერიტორიიდან გაყვანას ამ დრომდე ვერ ახერხებს. ექს-გუბერნატორის მხარდამჭერებმა სპეცრაზმის ავტომობილი ალყაში მოაქციეს. მიმდებარე ტერიტორიაზე მოსახლეობა მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას მართავს. აღსანიშნავია, რომ ადგილზე უკრაინის პარლამენტის რამდენიმე დეპუტატიც იმყოფება.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)