|
2017-12-01 18:35:53, 1447 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა აუტისტური სპექტრის მქონე მოსწავლეები მოინახულა
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აჭარის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა, ბათუმის მერის მოადგილემ ლელა სურმანიძემ, ქალაქ ბათუმის N13 საჯარო სკოლაში აუტისტური სპექტრის მქონე მოსწავლეები მოინახულეს და ტკბილეულით გაუმასპინძლდნენ. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2016-17 სასწავლო წლიდან ბათუმის N13 საჯარო სკოლაში შეიქმნა სპეციალური ჯგუფი, რომელიც 10 აუტისტური სპექტრის მქონე მოსწავლით დაკომპლექტდა. სკოლაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეთათვის შექმნილია მათზე მორგებული, სასწავლო პროცესისათვის სათანადო პირობები და გარემო. სასწავლო პროგრამა განათლების ეროვნულ სასწავლო გეგმას ეფუძნება და ორიენტირებულია აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვების შესაძლებლობებსა და საჭიროებებზე. “წელს, აჭარის მთავრობის დაფინანსებით, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ „სკოლების მშენებლობა რეაბილიტაციის“ პროგრამის ფარგლებში ქ. ბათუმის #13 საჯარო სკოლაში განახორციელა აუტისტური სპექტრის ჯგუფის მოსწავლეებისათვის დამატებითი სპეციალური სივრცეებისა და სველი წერტილების მოწყობა. ასევე, განხორციელდება პროგრამის ფარგლებში სკოლის ტერიტორიის კეთილმოწყობა, რისთვისაც აჭარის ბიუჯეტიდან გამოყოფილი იქნა 112 000 ლარი”, - აცხადებენ სამინისტროში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





