12:11 - 15 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-04 12:05:04, 968 ნახვა

რეგიონი
ქვემო ალაზნის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“  ქვემო ალაზნის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის სარეაბილიტაციო პროექტს ახორციელებს.

სამინისტროს ინფორმაციით, არხში წყლის საპროექტო ხარჯის გატარების უზრუნველსაყოფად,  56 კილომეტრიანი მონაკვეთი დანალექისგან იწმინდება.    

როგორც უწყებაში აცხადებენ, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში 3000 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება.

2012 წლიდან დღემდე კახეთის რეგიონში განხორციელდა სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 46 სარეაბილიტაციო პროექტი. შედეგად,  წყალუზრუნველყოფილი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი  15 409 ჰექტრამდე, ხოლო დრენირებული  3924 ჰექტრამდეა გაზრდილი.

დღეისათვის შპს „საქართველოს მელიორაცია“ ქვეყნის  მასშტაბით 49 სარეაბილიტაციო პროექტს ახორციელებს.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დააკავეს პირი რომელმაც სენაკში სამი ადამიანი დაჭრა
საქართველოში ამინდი გაუარესდება
COP31-ის ათასობით მონაწილე, ლგბტ თემის წარმომადგენლებთან ერთად, ანტალიის ქუჩებში პროტესტის ნიშნად გამოვიდა
ალიასკამ 1998 წლის შემდეგ პირველად აირჩია დემოკრატი გუბერნატორი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics