|
2017-11-03 17:31:28, 928 ნახვა
რეგიონი
ტურისტები აჭარის ტურისტულ პოტენციალს 50-მდე ტურისტულ ობიექტში გაეცნობიან
ტურისტებს აჭარის ტურისტული მარშრუტებისა და ღირსშესანიშნაობების შესახებ ინფორმაციის მიღება ტურისტულ ობიექტებშივე შეუძლიათ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ ბათუმში 50-მდე სასტუმროში, კვების ობიექტსა და მუზეუმში სპეციალური სტენდები განათავსა. საინფორმაციო დაფებზე აჭარის რუკები, გზამკვლევები და მთიანი აჭარის ტურისტული მარშრუტების რუკებია მოთავსებული, რაც ტურისტებს დაეხმარება ობიექტშივე მიიღონ ინფორმაცია რეგიონის ტურისტული ადგილების შესახებ. დღეს, საინფორმაციო სტენდების განთავსების პროცესს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტიც ესწრებოდა. „საერთაშორისო სტანდარტების თანახმად ტურისტულ ობიექტებს უნდა ჰქონდეთ საინფორმაციო სტენდები, სადაც ტურისტებს შეეძლებათ საჭირო ინფორმაციის მოპოვება. ჩვენ დღეის მდგომარეობით უკვე 50 ობიექტში ასეთ საინფორმაციო სტენდი დავდგით, სადაც ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის ტურისტულ პოტენციალზე სრული ინფორმაციაა განთავსებული. 2018 წლიდან ვგეგმავთ მსგავსი ტიპის ღონისძიებებს მთაში, სოფლად არსებული სასტუმრო სახლებისთვის და სხვა ტიპის ტურისტული ობიექტებისთვის“, განაცხადა სულხან ღლონტმა. საინფორმაციო სტენდების განთავსებისას უპირატესობა დეპარტამენტის მიერ „რეკომენდებულ“ ობიექტებს ენიჭებათ, რაც გარდა ტურისტებისთვის ინფორმაციის მიწოდებისა ხარისხის ნიშნის მქონე სატუმროებისა და რესტორნების პოპულარიზაციას უწყობს ხელს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო სტენდებს საინფორმაციო მასალებით პერიოდულად მოამარაგებს. 2018 წლისთვის, საინფორმაციო დაფები დამატებით 10-ზე მეტ ტურისტულ ობიექტში განთავსდება. სტენდების განთავსება უფასოა და მსურველებმა უნდა მიმართონ ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ნომერზე +995 422 29 44 22 ან მოთხოვნა გაგზავნონ მაილზე agency@gobatumi.com. (NS)
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
კობახიძემ შპს „სოლიდუსს“ სამი თვით გაუგრძელდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობისთვის სპეციალური თანხმობის მოქმედება
ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი შეიტანა „სოლიდუსია“ მისი მფლობელი გიორგი არველაძეა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)