|
2017-11-02 15:46:48, 986 ნახვა
რეგიონი
ე.წ. სამხრეთ ოსეთი ახალგორში „საბაჟო პუნქტს“ გახსნის
ე.წ. სამხრეთ ოსეთში, ახალგორის რაიონში "საბაჟო" პუნქტი გაიხსნება, - ამის შესახებ ოკუპირებულ ცხინვალში გამართულ პრესკონფერენციაზე დე-ფაქტო საბაჟო კომიტეტის ხელმძღვანელმა მურატ ცხოვრებოვმა განაცხადა. "sputnik-ossetia"-ს ინფორმაციით, ცხოვრებოვმა აღნიშნა, რომ ე.წ. საბაჟო „რაზდახანის“ გამშვებ პუნქტზე იმუშავებს. მისივე განმარტებით, "საბაჟოს" გახსნის მიზანი საქართველოდან შესული საქონლის მონიტორინგის გაუმჯობესებაა. "საბაჟო პუნქტის გახსნა შემოტანილი პროდუქციის მოცულობისა და ხარისხის კონტროლისთვის არის საჭირო. ყველა შემოტანილი პროდუქცია წლების განმავლობაში გადასახადებისგან თავისუფალი იყო“, - განაცხადა ცხოვრებოვმა და დასძინა, რომ ახალი საბაჟო პუნქტის გახსნისთვის საჭირო ყველა დოკუმენტაცია შესათანხმებლად დე-ფაქტო ხელისუფლებაშია გადაგზავნილი. ცნობისთვის, ახალგორის მოსახლეობას აქვს უფლება გადაიტანოს საქართველოს ტერიტორიიდან საქონელი და მისი წონა 50 კილოგრამს არ უნდა აღემატებოდეს.
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





