|
2017-10-31 11:37:06, 1005 ნახვა
რეგიონი
ე.წ. მესაზღვრეებმა სოფელ ახმაჯთან 2 ადამიანი დააკავეს
ოკუპირებული ახალგორის ტერიტორიაზე, სოფელ ახმაჯის სიახლოვეს ოკუპანტებმა საქართველოს 2 მოქალაქე გაიტაცეს, - ამის შესახებ "სპუტნიკ-ოსეტია" იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, დაკავებულები არიან კასპის რაიონის სოფელ ოკამის მკვიდრები, 43 წლის ჯონი თათარაშვილი და 20 წლის გიორგი შუკაკიძე. მედიის ცნობით, დაკავებულები ახალგორის მილიციის შენობაში იმყოფებიან, თუმცა მათი ცხინვალის იზოლატორში გადაყვანა იგეგმება. გარდა ამისა, დე-ფაქტო სასაზღვრო სამსახური გამოძიებას ახორციელებს და მოძიებული მასალების სასამართლოში გადაგზავნას გეგმავს. როგორც "ექსპრესნიუსს" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, საქართველოს მოქალაქეები, დე-ფაქტო საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს. "მომხდართან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ინფორმირებულია და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მათ გასათავისუფლებლად მუშაობს", - აცხადებენ უწყებაში. ცნობისთვის, მიმდინარე წლის სექტემბერში ე.წ. გამშვებ საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით საქართველოს 42 მოქალაქე დააკავეს.
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





