|
2017-10-28 12:06:04, 1453 ნახვა
რეგიონი
დმიტრი მედოევი: სამხრეთ ოსეთი მზად არის, კატალონიის დამოუკიდებლობის საკითხი განიხილოს
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრი მედოევის განცხადებით, "რესპუბლიკა" მზად არის, კატალონიის "დამოუკიდებლობის" აღიარების საკითხი განიხილოს, - ამის შესახებ Ria იუწყება. როგორც მედოევმა აღნიშნა, ოკუპირებულ ცხინვალში კატალონიაში მიმდინარე პროცესებს ყურადღებით აკვირდებიან. "სულ ახლახანს დავბრუნდი ბარსელონადან, სადაც ჩვენი წარმომადგენლობის ოფისი გავხსენით. სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობა მზად არის განიხილავს კატალონიის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხი, თუ შესაბამისი მოთხოვნა იქნება მათი მხრიდან"", - განაცხადა მედოევმა. დე-ფაქტო მინისტრმა დასძინა, რომ "არავის აქვს უფლება უარი უთხრას კატალონიის მოსახლეობას სურვილში, საკუთარი, დამოუკიდებელი სახელმწიფო ჰქონდეს". "რეფერენდუმი - ხალხის ნების დემოკრატიული გამოვლენაა და არავის აქვს უფლება მათ ამაში ხელი შეუშალონ", - განაცხადა დმიტრი მედოევმა. ცნობისთვის, 27 ოქტომბერს, კატალონიის პარლამენტმა რეგიონის დამოუკიდებლობის შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა. დამოუკიდებლობის რეზოლუციის საპასუხოდ მადრიდმა რეგიონში პირდაპირი მმართველობის დაწესებას დაუჭირა მხარი. კატალონიაში ჩატარებული კენჭისყრიდან ერთ საათში ესპანეთის სენატმა კონსტიტუციის 155-ე მუხლის ამოქმედა. ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა მარიანო რახოიმ კატალონიის მეთაური კარლეს პუჩდემონი თანამდებობიდან გაათავისუფლა და პარლამენტი დაითხოვა. გარდა ამისა, პრემიერმა კატალონიაში საპარლამენტო არჩევნები დანიშნა, რომელიც 21 დეკემბერს გაიმართება. შეგახსენებთ, რომ კატალონიაში ე.წ. რეფერენდუმი 1 ოქტომბერს ჩატარდა. მასში მონაწილეობა 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო. ესპანეთიდან გამოყოფას ამომრჩევლების 90%-მა დაუჭირა მხარი. ამასთან, ე.წ. რეფერენდუმი დაძაბულ ვითარებაში, შეტაკებების ფონზე წარიმართა. მომხდარი შეტაკების შედეგად, 893 ადამიანი დაშავდა, მათ შორის სამართალდამცველებიც. ოფიციალური მადრიდი, ისევე როგორც ევროკავშირი პლებისციტს არ აღიარებენ და არაკანონიერს უწოდებენ. ამასთან, 10 ოქტომბერს კატალონიის მეთაურმა კარლეს პუჩდემონმა რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის დეკლარაციას ხელი მოაწერა.
პუტინმა მოსკოვის გარშემო კიდევ ერთი საჰაერო თავდაცვის რგოლის აშენება გადაწყვიტა
ფიშერი - ცოტა შეწუხებული ვარ პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)