|
2017-10-27 17:09:37, 869 ნახვა
რეგიონი
აჭარაში ახალ საცხოვრისს კიდევ 10 ეკომიგრანტი ოჯახი შეიძენს
„ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ პროგრამის ფარგლებში უსაფრთხო საცხოვრისს კიდევ 10 ეკომიგრანტი ოჯახი შეიძენს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაზარალებულებს ახალი საცხოვრებლის მოძიება ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ბენეფიციართა შესარჩევი შერეული სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით ეთხოვებათ. აქედან ცხრა ოჯახი შუახევის მუნიციპალიტეტში, ხოლო ერთი ოჯახი ხულოს მუნიციპალიტეტში ცხოვრობს. მათი საცხოვრებელი სახლები სტიქიის შედეგად სხვადასხვა პერიოდში დაიმეწყრა. „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წელს სამინისტროს თანადაფინანსებით საცხოვრებელი 94-მა ეკომიგრანტმა ოჯახმა უკვე შეიძინა. პროგრამა 2016 წელს ამოქმედდა, რომლის ფარგლებში გასულ წელს საცხოვრისი 96-მა ოჯახმა მიიღო.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





