|
2017-10-27 13:57:17, 941 ნახვა
რეგიონი
ზურაბ პატარაძე გენერალურ აუდიტორს შეხვდა
დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურ აუდიტორს, ერეკლე მექვაბიშვილს შეხვდა. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრას გენერალური აუდიტორის მოადგილე ნოდარ ჯავახიშვილი და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში კახაბერ კირტავა ესწრებოდნენ. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ზურაბ პატარაძემ გენერალურ აუდიტორს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში არსებული სტრუქტურული ერთეულების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და ხაზი გაუსვა ქალაქის მზარდ განვითარებასა და მათალმთიან აჭარაში მიმდინარე პროექტებს. როგორც ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, დაწყებულია მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირება, მიმდინარე პროცესშია 6 სასტუმროს მშენებლობა კურორტ „გოდერძზე", მოწესრიგდა კურორტ „გომარდულთან" მისასვლელი გზა. მისი თქმით, მზარდ ინფრასტრუქტურულ სახელმწიფო პროექტებთან ერთად მნიშვნელოვანია რეგიონის სამთავრობო თუ მუნიციპალური ფინანსური სამსახურების გამართული მუშაობა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურ აუდიტორმა ირაკლი მექვაბიშვილმა მზადყოფნა გამოთქვა ჩართულობისა და კომუნიკაციის გაზრდის მიმართულებით და იმ გეგმებზე ისაუბრა, რომელიც ფინანსური სამსახურების წარმომადგენლების კვალიფიკაციის ამაღლებას მოემსახურება. როგორც გენერალურმა აუდიტორმა აღნიშნა, უწყება მუშაობს აუდიტის სამსახურის განვითარების გეგმაზე, რომელიც სრულ შესაბამისობაში იქნება საერთაშორისო სტანდარტებთან. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)