|
2017-10-18 18:11:20, 1435 ნახვა
რეგიონი
ქობულეთში ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების კვლევითი ინსტიტუტი აშენდება
ინსტიტუტის მშენებლობა დაიწყო. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან, დავით გაბაიძესთან ერთად თანამედროვე არქიტექტურის მქონე ახალი კვლევითი ცენტრის საძირკვლის ჩაყრის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის წევრი ფატი ხალვაში, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საფუძვლის ჩაყრის ცერემონიის წინ, მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა. მისი თქმით, ახალი კვლევითი ინსტიტუტის აშენების იდეა აჭარის მთავრობის მხრიდან მალევე იქნა მხარდაჭერილი და დღეს უკვე ახალი, თანამედროვე კვლევითი ცენტრის მშენებლობის დაწყების მოწმენი გავხდით. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ აჭარის მთავრობის და აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეები. ზურაბ პატარაძემ მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა მთავრობის მხრიდან საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების საქმეში და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მხრიდან მეცნიერებისა და განათლების განვითარების ხელშეწყობა ყველაზე სწორი და საჭირო ინვესტიციაა. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების კვლევითი ინსტიტუტის ცენტრის მშენებლობისთვის უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან 1 მილიონ 578 ათასი ლარია გათვალისწინებული, საიდანაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2018 წლის ბიუჯეტიდან 800 ათასი ლარით დაფინანსდება. პროექტით, ახალი შენობა მთლიანად შეესაბამება კვლევითი ინსტიტუტის საერთაშორისო სტანდარტებს და ითვალისწინებს კვლევითი სფეროს სპეციფიკისათვის საჭირო ინფრასტრუქტურას. ბსუ-ს ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების კვლევითი ინსტიტუტში ქვეყნისათვის ისეთი სტრატეგიული მნიშვნელობის კვლევები ხორციელდება, როგორიცაა: მცენარეთა დაავადებების გამოვლენა, მათი დიაგნოსტიკა, მავნებლობის ხარისხის დადგენა და დაავადებებთან ბრძოლის მეთოდების შემუშავება. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)