|
2015-05-01 17:46:55, 608 ნახვა
სამართალი
პროკურატურა იური ვაზაგაშვილის საქმეზე მიღებულ გენეტიკური ექსპერტიზის შედეგებს ასაჯაროებს
საქართველოს პროკურატურა იური ვაზაგაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე მიღებულ გენეტიკური ექსპერტიზის შედეგებს ასაჯაროებს. როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნით დადგინა, რომ შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლის რ. ასანიძის გენეტიკური პროფილი არ არის ნივთმტკიცებებზე, შესაბამისად, 2015 წლის 20 იანვარს შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ხელყუმბარის ამფეთქი ფალიის სახელურზე აღმოჩენილი დნმ-ი არ ეკუთვნის რ. ასანიძეს. „საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ბრალდებულ გიორგი სოსანაშვილისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის შუამდგომლობის საფუძველზე, 2015 წლის 25 აპრილს, შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლის - როინ ასანიძისაგან დაცვის მხარისა და დაზარალებული მხარის წარმომადგენლების თანდასწრებით, აღებული იქნა დნმ-ის ნიმუში, რომელიც საექსპერტო კვლევისათვის გადაეგზავნა ექსპერტიზის ბიუროს. 2015 წლის 28 აპრილს, გ. სოსანაშვილის ადვოკატისა და გარდაცვლილ იური ვაზაგაშვილის წარმომადგენლის თანდასწრებით საექსპერტო ბიუროში გაიხსნა მთავარ პროკურატურაში მათივე თანდასწრებით დალუქული დნმ-ის ნიმუში და ჩაუტრდა გენეტიკური კვლევა. ამრიგად, ექსპერტიზის დასკვნით ცალსახად დადასტურდა, რომ ნივთმტკიცებაზე აღმოჩენილი მეორე დნმ-პროფილი არ ეკუთვნის შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომელს, როგორც ამას სოსანაშვილი და მისი ადვოკატი საჯაროდ აცხადებენ და ყველასათვის ნათელია, რომ ბრალდებულ გ. სოსანაშვილისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ს. ჯოგლიძის განცხადებები იყო და არის ტყუილი, მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს, მიზნად ისახავს მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და წარმოადგენს მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავის არიდების უსუსურ მცდელობას“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
პირველკლასელების სასკოლო ფორმები საქართველოშია და 1-14 სექტემბერს გაიყიდება
პოლონეთის საელჩო: კაჩინსკის 2008 წლის გაფრთხილება პირქუშ წინასწარმეტყველებას ჰგავს
„მნიშვნელოვანი დემოკრატიული უკუსვლა“: რას ამბობს ევროკავშირის ახალი ანგარიში საქართველოს შესახებ
უკანა სავარძელზე მსხდომ მგზავრებს შესაძლოა უსაფრთხოების ღვედების გამოყენება მოეთხოვოთ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)