|
2017-10-18 10:18:06, 804 ნახვა
რეგიონი
მაშველებმა საქართველოსა და გერმანიის მოქალაქეები მთიდან უსაფრთხოდ ჩამოიყვანეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მაშველებმა და პოლიციელებმა თოვლში ჩარჩენილ ტურისტებს დახმარება აღმოუჩინეს. როგორც შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული, შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება, რომ დიდთოვლობისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ზეკარის უღელტეხილზე, ალპურ ზონაში, თოვლში ჩარჩენილი ორი ტურისტი გზის გაგრძელებას ვეღარ ახერხებდა და დახმარება სჭირდებოდა. უწყების ცნობით, შეტყობინების მიღებისთანავე,ტურისტების დასახმარებლად დაუყოვნებლივ გაემართნენ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს იმერეთის სამმართველოს ბაღდათის სახანძრო-სამაშველო განყოფილების მაშველები და შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ბაღდათის რაიონული სამმართველოს თანამშრომლები. შსს-ს სამაშველო ჯგუფმა, ინტენსიური სამძებო სამუშაოების შედეგად, საქართველოსა და გერმანიის მოქალაქეების ადგილსამყოფელის დადგენა შეძლო. ტურისტების დასახმარებლად ჩატარებულ გზის გაწმენით სამუშაოებს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები და მძიმე ტექნიკა აწარმოებდა. წარმატებული სამაშველო ოპერაციის შედეგად, მაშველებმა და პოლიციელებმა საქართველოსა და გერმანიის მოქალაქეები მთიდან უსაფრთხოდ ჩამოიყვანეს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





