|
2017-10-12 16:45:53, 1071 ნახვა
რეგიონი
ცინარეთში თანამედროვე სტანდარტების საჯარო სკოლა გაიხსნა
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ცინარეთში დღეიდან რეაბილიტირებული საჯარო სკოლა შევიდა ექსპლუატაციაში. შენობის საზეიმოდ გახსნას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ ებრალიძე და რესურსცენტრის უფროსი ედუარდ გოგრაჭაძე ესწრებოდნენ. სარეაბილიტაციო სამუშაოები აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიზნობრივი პროგრამის ,,საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების“ ფარგლებში განხორციელდა. კეთილმოეწყო სკოლის შენობის ორივე სართული, საკლასო ოთახები, ბიბლიოთეკა, სამასწავლებლო მოწესრიგდა სკოლის ეზო და დამონტაჟდა ცენტრალური გათბობა. სამინისტროს მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა ასევე ბუთურაულისა და ჭვანის საჯარო სკოლებს, ქიძინიძეების საჯარო სკოლის სპორტულ დარბაზს. 2017 წელს დაიწყო სოფელ მაწყვალთისა და სოფელ ჟანივრის საჯარო სკოლების მშენებლობა. 2018 წელს დაიწყება დაბა შუახევის საჯარო სკოლის მშენებლობა. დღის მეორე ნახევარში აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი გამგეობისა და რესურსცენტრის ორგანიზებით, მასწავლებელთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო და პედაგოგებს პროფესიული დღე მუნიციპალიტეტის გამგებელ ტარიელ ებრალიძესთან და სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად მიულოცა. ღონისძიების დასასრულს 50-ამდე ღვაწლმოსილ პედაგოგს სიგელები და ტრადიციულად ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)