|
2017-10-06 15:38:03, 2018 ნახვა
კომენტარი
კობახიძე: ჩვენ არ მივიღეთ არცერთი ის ნორმა, რომელიც ვენეციის კომისიამ უარყოფითად შეაფასა
„ქართველ ხალხს ექნება დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სოციალური სახელმწიფოს, საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის უფრო ძლიერი გარანტიები და ეყოლება უფრო ძლიერი პარლამენტი",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს, ვენეციის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. კობახიძემ თანამშრომლობისთვის ვენეციის კომისიას - პრეზიდენტ ჯანი ბუკიკიოს, მდივან თომას მარკერტს და ექსპერტებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტი კომისიასთან თანამშრომლობას განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდა. პარლამენტის თავმჯდომარემ საკონსტიტუციო ცვლილებების ძირითად არსზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, საქართველოს მოქმედი კონსტიტუცია არ არის შესაბამისობაში ურთიერთგაწონასწორებისა და შეკავების პრინციპთან, რაც 2010 წელს ვენეციის კომისიის საბოლოო შეფასებაშიც დადასტურდა. მისივე თქმით, მოქმედი კონსტიტუცია ხელისუფლებას, შესაბამისი პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, ავტორიტარული მმართველობის ჩამოყალიბების საშუალებას აძლევს. „ახლა, მთავარი მიზანი იყო კონსტიტუციის შესაბამისობაში მოყვანა ურთიერთგაწონასწორებისა და შეკავების პრინციპთან, ასევე, ადამიანის უფლებების დაცვის გარანტიებისა და კანონის უზენაესობის, დემოკრატიისა და სოციალური სახელმწიფოს პრინციპების გაძლიერება. საქართველოს მოქმედი კონსტიტუცია ხელისუფლებას აძლევს შესაძლებლობას, პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, დაამყაროს ავტორიტარული რეჟიმი. ჩვენ გვინდა, გვქონდეს კონსტიტუცია, რომელიც აღკვეთს ნებისმიერი სახის ავტორიტარიზმის საფრთხეს გრძელვადიან პერსპექტივაში და გვჯერა, რომ ახალი დოკუმენტი უზრუნველყოფს ძლიერ გარანტიებს ამისთვის",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს საკანონმდებლო ორგანომ შეასრულა ვენეციის კომისიისთვის მიცემული პირობა და არცერთი ის ნორმა არ მიიღო, რომელიც ვენეციის კომისიამ უარყოფითად შეაფასა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციაში არ არსებობს არცერთი ისეთი ნორმა, რომელიც მმართველ პარტიას სარგებელს აძლევს - განსხვავებით მოქმედი კონსტიტუციისგან. „დასაწყისშივე, ჩვენ მტკიცე პირობა მივეცით ვენეციის კომისიას, რომ არცერთი ნორმა არ იქნებოდა მიღებული საქართველოს პარლამენტის მხრიდან, რომელსაც ნეგატიურად შეაფასებდა ვენეციის კომისია და ჩვენ ვიმოქმედეთ ვენეციის კომისიისთვის მიცემული ამ დაპირების შესაბამისად, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რასაც ხაზი უნდა გაესვას, არის ის, რომ არ არსებობს არცერთი ნორმა, თუ შევადარებთ ორ სხვადასხვა დოკუმენტს - მოქმედ და ახალ კონსტიტუციას, არ არსებობს არცერთი ნორმა, რომელიც სარგებელს აძლევს მმართველ პარტიას. ვერავინ ვერ დაასახელებს ასეთ ნორმას, რაც ამტკიცებს არა მხოლოდ კონსტიტუციის შეცვლას, არამედ საკონსტიტუციო კულტურისა და საკონსტიტუციო ტრადიციების შეცვლას საქართველოში, რაც ასევე, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
კობახიძემ შპს „სოლიდუსს“ სამი თვით გაუგრძელდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობისთვის სპეციალური თანხმობის მოქმედება
ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი შეიტანა „სოლიდუსია“ მისი მფლობელი გიორგი არველაძეა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)