21:18 - 13 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-05 16:39:46, 2068 ნახვა

კომენტარი
ჯეჯელავა: უფროს კლასელებს უფლება აქვთ, პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა მიიღონ

„ყველა პედაგოგს, ყველა დირექტორს და უფროს კლასელებს აქვთ საშუალება მონაწილეობა მიიღონ, თავიანთი მოსაზრება გამოხატონ პოლიტიკურ პროცესებში“, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, როდესაც პოლიტიკურ პროცესებში მოსწავლეების ან სასკოლო რესურსის ჩართვის ეჭვი არსებობს, ეს დეტალური მოკვლევის საგანი ხდება.

„ყველა ასეთი შემთხვევა, როცა არის ეჭვი პოლიტიკურ პროცესებში მოსწავლეების ჩართვის და სასკოლო რესურსის ჩართვის არის ძალიან დეტალური მოკვლევის საგანი. რამდენიმე ასეთი შემთხვევა იყო და ზოგში ადმინისტრაციული ჯარიმა გამოიწვია, ზოგ შემთხვევაში საყვედური, გაფრთხილება. ამ შემთხვევაშიც გავერკვევით, თუმცა ისიც ხაზგასმით უნდა ვთქვათ, რომ ყველა პედაგოგს, ყველა დირექტორს და უფროს კლასელებს აქვთ საშუალება მონაწილეობა მიიღონ, თავიანთი მოსაზრება გამოხატონ პოლიტიკურ პროცესებში“, - აღნიშნა ჯეჯელავამ.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
კობახიძემ შპს „სოლიდუსს“ სამი თვით გაუგრძელდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობისთვის სპეციალური თანხმობის მოქმედება
ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი შეიტანა „სოლიდუსია“ მისი მფლობელი გიორგი არველაძეა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics