|
2017-10-03 16:57:16, 1022 ნახვა
რეგიონი
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ტურისტული პროდუქტები იაპონიაში გამოფენაზე წარადგინა
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული პროდუქტები იაპონიის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე „Jata Tourism Expo Japan 2017“ წარადგინა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, დეპარტამენტი გამოფენაში საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ კომპანიებთან ერთად მონაწილეობდა. მათივე ცნობით, აჭარის რეგიონი მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურ გამოფენაში, რომელშიც 130 ქვეყნის 1310 ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია მონაწილეობს მეორედ იყო წარმოდგენილი. გამოფენას სამი დღის განმავლობაში 191 500 ვიზიტორი სტუმრობდა. გამოფენის ვიზიტორები აჭარის შესახებ მომზადებული სარეკლამო-საპრომოციო მასალების გაცნობისას ძირითადად, სამთო-სათხილამურო კურურტით, ღვინითა და სოფლის ტურიზმის დაინტერესდნენ. წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონი ჯამში 19 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე წარადგინა. მათ შორის ისეთ მნიშვნელოვან გამოფენებზე, როგორებიცაა ფრანქფურტის, დუბაის, ბერლინის, ვილნიუსის, თელავივის, რიგის, ტალინისა და ვროცლავის ტურისტულ გამოფენებზე. წლის ბოლომდე, დეპარტამენტი დამატებით 4 გამოფენაში მიიღებს მონაწილეობას. 2017 წელს, აჭარის სარეკლამო კამპანიები 16 სამიზნე ქვეყანაში მიმდინარეობს. (NS)
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
როგორ ეხმარება მუსიკა უცხოეთში მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
ComCom-მა TV პირველი მიუკერძოებლობის პრინციპების დარღვევისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
შსს: სასიგნალო შეტყობინების შემოსვლის გამო, გამშვებ პუნქტ დარიალიდან ევაკუაცია მოხდა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)