|
2017-10-03 14:38:52, 785 ნახვა
რეგიონი
გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი აჭარის მუნიციპალიტეტებს წყლის სისტემის რეაბილიტაციაში დაეხმარება
დღეს სასტუმრო „რედისონში" აჭარაში წყლის სექტორის რეფორმის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის საბოლოო ანგარიშის განხილვა გაიმართა. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, გერმანიის რეკონსტრუქციისა და გნავითარების ბანკის ხელმძღვანელ პირებთან ერთად შეხვედრას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დაესწრო. მთავრობის თავმჯდომარემ მისასალმებელ სიტყვაში აჭარაში წყლის რეფორმის განოხრციელების მნიშვნელობაზე ისაუბრა და მადლობა გადაუხადა პროექტში ჩართულ მხარეებს. ღონისძიებას სააქციო საზოგადოება „აჭარის წყლის ალიანსის", აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტის, ბათუმის მერიისა და „ბათუმის წყლის" წარმომადგენლები ესწრებოდნენ. როგორც ზურაბ ოატარაძემ აღნიშნა, პროექტები, რომლებიც აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში KFW- ს მხარდაჭერით ხორციელდება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაღალმთიანი აჭარისთვის. ზურაბ პატარაძემ დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან მაღალმთიანი აჭარის განვითარების მიმართულებით დაგეგმილ ისეთ პროექტებზე ისაუბრა, როგორებიცაა გაზიფიცირების ისტორიული პროექტი, ალპური ბოტანიკური ბაღის მშენებლობა და მწვანე ტბის განვითარების გეგმის შემუშავება. მისი თქმით, აჭარის სადაბო, სასოფლო თემებში წყალმომარაგებისა და წყალანირების სისტემების რეაბილიტაციის პროექტის განხორციელება ერთგვარი გაგრძელება იქნება აჭარის მთავრობის მხრიდან მუნიციპალიტეტების განვითარებისათვის. აჭარის წყალმომარაგებისა და წყალანირების სისტემების რეაბილიტაციის პროექტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და გერმანიის რეკონსტურქციის საკრედიტო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარეობს, რომლის ფარგლებში ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის დოკუმენტი საკონსულტაციო კომპანია MACS – Energy and Water- მა წარადგინა. პროექტის განსახორციელებლად აჭარის მთავრობამ სააქციო საზოგადოება „აჭარის წყლის ალიანსი" შექმნა, რომელიც კონსულტანტიას დონორ ორგანიზაციას გაუწევს და დაეხმარება მუნიციპალიტეტებს პრიორიტეტების განსაზღვრაში თუ სხვა მიმდინარე საქმიანობაში. აჭარაში წყლის სექტორის რეფორმა გერმანიის რეკონსტურქციის საკრედიტო ბანკის (KfW) შეღავათიანი სესხითა და ევროკავშირის სამეზობლო საინვესტიციო ფონდის (NIF) გრანტით დაფინანასდება. პროექტის საერთო საინვესტიციო ღირებულება 44.000.000 ევროს შეადგენს, ინვესტიციების პერიოდი 7 წელზეა გათვლილი (2018-2024წწ). (NS)
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
როგორ ეხმარება მუსიკა უცხოეთში მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
ComCom-მა TV პირველი მიუკერძოებლობის პრინციპების დარღვევისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
შსს: სასიგნალო შეტყობინების შემოსვლის გამო, გამშვებ პუნქტ დარიალიდან ევაკუაცია მოხდა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)