|
2017-09-30 13:38:10, 902 ნახვა
რეგიონი
„საქართველოს მელიორაცია“ სოფელ ცაიშში სადრენაჟე სისტემის წმენდით სამუშაოებს ატარებს
სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფ.ცაიშში სადრენაჟე სისტემის წმენდით სამუშაოებს ატარებს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ექსპლუატაციის ფარგლებში ნატანი მასისგან გაიწმინდა და აღდგა 2 კილომეტრიანი მაგისტრალური არხი. „სამუშაოების დასრულების შედეგად, მუნიციპალიტეტში 35 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე აღდგება სადრენაჟე მომსახურება. ასევე, არხი უხვი ნალექის დროს დატბორვისგან დაიცავს 6 ჰექტარ საკარმიდამო მიწის ნაკვეთს და ცაიშის მონაკვეთზე სენაკი-თბილისის საგზაო მაგისტრალს. მიმდინარე სამუშაოები მიმდინარე წლის აგვისტოში დაიწყო და ოქტომბრის დასაწყისში დასრულდება. 2012-2017 წლებში სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში რეაბილიტაციისა და ექაპლუატაციის ფარგლებში ჯამში გაიწმინდა და მოწესრიგდა 894,4 კმ სადრენაჟე არხი, შეკეთდა 217 ერთეული სხვადასხვა ტიპის ჰიდროტექნიკური ნაგებობა, 1 სათავე და 1 სატუმბი სადგური“, - აცხადებენ სამინისტროში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





