|
2017-09-29 17:59:15, 1124 ნახვა
რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე საადრეო მანდარინის რთველში ჩაერთო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საადრეო მანდარინის რთველში ჩაერთო. რეგიონის ხელმძღვანელთან ერთად ჩაქვის ციტრუსის სანერგე მეურნეობაში დაწყებულ რთველში აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ავთანდილ მესხიძე, აგროსერვისცენტრის დირექტორი გოჩა ბერიძე და ციტრუსის საერთაშორისო ფორუმის მონაწილეებიც ჩაერთნენ. ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის ჩაქვის სანერგე სადემონსტრაციო ნაკვეთში 65 ჯიშის ციტრუსი 11 ჰა ფართობზეა გაშენებული. ციტრუსის ჯიშები სხვადასხვა ქვეყნიდანაა (ჩინეთი, ესპანეთი, თურქეთი, იაპონია) შემოტანილი. რთველის შემდეგ სტუმრები გვარას ხეხილისა და ვაზის სანერგე მეურნეობას, ღვინის სახლს, ციტრუსის მიმღებ გადამამუშავებელ საწარმოს', შპს ,,TCF GEORGIA'' -ს და არასტანდარტული მანდარინის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმოს ,,Georgian industrial Asset Management Group''- ს დაათვალიერებენ. სადედე- სადემონსტრაციო ნაკვეთში 8 ტონამდე მანდარინი დაიკრიფება. ხვალ, 30 სექტემბერს კი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით ბათუმში ციტრუსის II საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი გაიმართება, სადაც განიხილება ქართული ციტრუსის რეალიზაციისა და ექსპორტის საკითხები. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ მეციტრუსეობის დარგის ადგილობრივი და უცხო ქვეყნების სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლები. ციტრუსის II საერთაშორისო ბიზნეს ფორუმის ორგანიზატორია აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)