|
2017-09-29 17:25:25, 724 ნახვა
რეგიონი
ზურაბ პატარაძე სავაჭრო ცენტრ „ბლექ სი მოლი“-ს გახსნას დაესწრო
ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე, „ვისოლ ჯგუფის" შვილობილმა კომპანიამ „ემ პე დეველოპმენტი" სავაჭრო ცენტრი - ,,ბლექ სი მოლი" გახსნა. სავაჭრო ცენტრის ოფიციალური გახსნის ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქალაქ ბათუმის მერთან, გიორგი ერმაკოვთან ერთად დაესწრო. ზურაბ პატარაძემ სავაჭრო ცენტრი დაათვალიერა „ვისოლ ჯგუფის" ხელმძღვანელთან სოსო ფხაკაძესთან ერთად. მისი თქმით, სავაჭრო ცენტრი ,,ბლექ სი მოლი" ხელს შეუწყობს ტურისტულ ქალაქში ახალი სერვისების შექმნასა და განვითარებას, ასევე ადგილობრივი კადრების დასაქმებას. 10,015 კვადრატული მეტრის ფართობზე განთავსებული სავაჭრო ცენტრი საკუთარ სივრცეში 22 უცხოურ და ადგილობრივ ბრენდს აერთიანებს. სავაჭრო ცენტრში უკვე ფუნქციონირებს ფრანგული ჰიპერმარკეტების ქსელი „კარფური" და ცნობილი ამერიკული რესტორნების ქსელი „ვენდი" და „დანკინ დონატსი". დღეიდან ცენტრს ტექნიკისა და ტექსტილის ახალი მაღაზიები შეემატა. ჰიპერმარკეტი საოჯახო ნივთების კომფორტულ გარემოში შეძენისა და გართობა-დასვენებისთვის საუკეთესო სივრცედ იქცა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





