|
2017-09-26 10:42:38, 858 ნახვა
რეგიონი
ბორჯომის ტყეში ხანძრის სრულად ლიკვიდაციის მიზნით ცეცხლის კერების დამუშავება გრძელდება
ბორჯომის ხეობაში, დაბა წაღვერის მიმდებარედ, მთის ფერდობზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. როგორც "ექქსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ამ დროისთვის, ადგილზე ხანძრის ღია კერები და დაკვამლიანება არ შეინიშნება. საგანგებო შტაბმა დღეს საღამოს გამართულ თათბირზე, ხანძრის უმოკლეს დროში ლიკვიდირების მიზნით, ეფექტური გეგმა შეიმუშავა. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ მალანია, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორ ნიკოლოზ სირაძესთან და საგანგებო შტაბის სხვა წევრებთან ერთად, ადგილზე რჩება და ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს პირადად ხელმძღვანელობს. შსს-ს მეხანძრე-მაშველები, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები, ათეულობით მაღალი გამავლობის ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკასთან ერთად, 24-საათიან რეჟიმში განაგრძობენ ცეცხლის ქრობის სამუშაოებს. მიმდინარეობს ნახანძრალი ტერიტორიის პრევენციული დამუშავების პროცესი. გუშინ, დღის განმავლობაში, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართული იყო საქართველოს 1, თურქეთის 2 და აზერბაიჯანის 1 ვერტმფრენი. დღეს, საჰაერო ტექნიკამ 157 აფრენა განახორციელა და ხანძრის კერებს 345 ტონა წყალი დაასხა. დღეს დილიდან, ხანძრის ადგილზე მომუშავე ცოცხალ ძალას შეუერთდა საჰაერო ტექნიკა, რომელიც ნახანძრალ ტერიტორიას, პრევენციის მიზნით, წყლის ჭავლით კიდევ ერთხელ დაამუშავებს.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)