|
2017-09-25 15:16:14, 1115 ნახვა
რეგიონი
23 სექტემბერს ღამით ახმეტაში სეტყვასაშიში პროცესი განეიტრალდა
„დელტა“-ს სეტყვასაწინააღმდეგო სისტემის საშუალებით კახეთის რეგიონში, ახმეტის რაიონში, სამხრეთ-დასავლეთიდან შემოსული სეტყვასაშიში ღრუბლის მასები განეიტრალდა, რისთვისაც 20-მდე სეტყვასაწინააღმდეგო რაკეტა იქნა გასროლილი. „23 სექტემბერს ღამით „დელტა“-ს სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრის მიერ დაფიქსირდა ახმეტის რაიონში შემომავალი ფრონტალური და შიდამასიური სეტყვასაშიში ღრუბლის მასები. სეტყვის მოსვლის ალბათობამ შეადგინა 80 %, მოსალოდნელი სეტყვის მარცვლების ზომამ კი 20 მმ. 22:00 საათიდან 23:00 საათამდე ახმეტის რაიონის თავზე, 300 კვარდატული კილომეტრის ფართობის მქონე ღრუბლის მასები სეტყვასაწინააღმდეგო რაკეტებით ეტაპობრივად დამუშავდა. გასროლილი იქნა 20-მდე ერთეული რაკეტა. ზემოქმედების შედეგად ნალექი ინტენსიური წვიმის სახით ჩამოიშალა“, - ნათქვამია „დელტას“ განცხადებაში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





