19:12 - 13 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-23 17:22:15, 2261 ნახვა

კომენტარი
მიხეილ გიორგაძე: ზურაბ სოტკილავას გარდაცვალება, ქართული საზოგადოებისთვის და კულტურისთვის დიდი დანაკლისია

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგი საოპერო მომღერლის ზურაბ სოტკილავას ოჯახის წევრებს სამძიმარს უცხადებს.

როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს მომღერლის სამოქალაქო პანაშვიდზე დასწრების შემდეგ განუცხადა, სოტკილავას გარდაცვალება ქართული საზოგადოებისთვის და კულტურისთვის დიდი დანაკლისია.

„მისმა დაუვიწყარმა შესრულებამ საოპერო არიების, ის მსოფლიო დონის ვარსკვლავად აქცია. ბატონი სოტკილავას გარდაცვალებით, ჩვენმა საზოგადოებამ, ქართულმა კულტურამ, დაკარგა არა მხოლოდ მსოფლიო დონის ტენორი, არამედ გამორჩეული ადამიანი და მოქალაქე. საგულისხმოა, რომ ის ერთნაირი წარმატებით და პასუხისმგებლობით ასრულებდა როგორც საოპერო ნაწარმოებებს, ისევე ფოლკლორს. ის ასევე იყო აბსოლუტურად გამორჩეული პედაგოგი, რომელიც თავის ცოდნასა და უდიდეს გამოცდილებას ახალგაზრდა თაობას გადასცემდა. ვუსამძიმრებ პირველ რიგში მის ოჯახის წევრებს, ახლობლებს და მისი შემოქმედების ყველა თაყვანისმცემელს“, - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

ცნობისთვის, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ზურაბ სოტკილავას სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
როგორ ეხმარება მუსიკა უცხოეთში მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
ComCom-მა TV პირველი მიუკერძოებლობის პრინციპების დარღვევისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
შსს: სასიგნალო შეტყობინების შემოსვლის გამო, გამშვებ პუნქტ დარიალიდან ევაკუაცია მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics