|
2017-09-22 12:01:50, 618 ნახვა
რეგიონი
ზურაბ პატარაძემ სომეხ ხალხს დამოუკიდებლობის 26 წლის იუბილე მიულოცა
21 სექტემბერს სომხეთის რესპუბლიკის გენერალურმა საკონსულომ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გამართა. აღნიშნულ ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მეუღლესთან, სოფიო ბაკურიძესთან ერთად დაესწრო. მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ და სომხეთის რესპუბლიკის გენერალურმა კონსულმა ბათუმში იეღიშე სარგისიანმა. ზურაბ პატარაძემ გამოსვლაში ორ ქვეყანას შორის დიდი ხნის მეგობრობასა და თანამშრომლობაზე ისაუბრა. აღნიშნა, რომ ამის კიდევ ერთი დასტურია ერთი თვის წინ ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში სომხეთის რესპუბლიკის მნიშვნელოვანი დახმარება. რეგიონის ხელმძღვანელმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა სომხეთის მთავრობას გვერდში დგომისა და მხარდაჭერისთვის. ,,ქვეყნებს შორის მეგობრობასა და თანამშრომლობას დიდი ხნის ისტორია აქვს და ინტენსიურად ვითარდება. ამის დასტურია სულ რაღაც ერთი თვის წინ ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში სომხეთის რესპუბლიკის მიერ გაწეული მნიშვნელოვანი დახმარება, რისთვისაც კიდევ ერთხელ მინდა განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ. ასევე, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ახლახან ჩვენ ვუმასპინძლეთ სომხეთის ლორეს ოლქის დელეგაციას, გუბერნატორ არტურ ნალბანდიანის ხელმძღვანელობით. მსგავსი ვიზიტები ხელს უწყობს რეგიონულ დონეზე თანამშრომლობის გააქტიურებას და სამომავლო განვითარებას. ქართველები განსაკუთრებულ პატივს ვცემთ უნიკალურ სომხურ კულტურას, მის დიდებულ წარსულსა და თანამედროვეობას. ჩვენი თანამშრომლობა და ურთიერთობა არა მხოლოდ მეგობრობისა და კეთილმეზობლური ურთერთობების მაგალითია, არამედ რეგიონში სტაბილურობის, უსაფრთხოების, განვითარებისა და კეთილდღეობის საწინდარია"-აღნიშნა თავის გამოსვლაში ზურაბ პატარაძემ. სომხეთის რესპუბლიკის საკონსულოს მიერ გამართულ მიღებას მთავრობის, საკანონმდებლო ორგანოს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და „ქართული ოცნების" ბათუმის მერობის კანდიდატი ლაშა კომახიძე ესწრებოდნენ. (NS)
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
ჰერჩინსკი - გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც კიდევ უფრო მეტად აზიანებს წლობით ნაშენებ მეგობრობას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)