|
2017-09-15 15:18:57, 945 ნახვა
რეგიონი
ვახტანგ ყოლბაიამ აფხაზეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებს სწავლის დაწყება მიულოცა
ზუგდიდში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე აფხაზეთის №11 საჯარო სკოლაში იმყოფებოდნენ და მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს. აგრეთვე, სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით პირველი კლასის მოსწავლეებს სსიპ „გამწვანებისა და გარემოს დაცვითი პროექტებისა“ და კავკასიის გარემოს დაცვითი ორგანიზაციების ქსელის (CENN) ერთობლივი პროექტის ფარგლებში გამოყვანილი ბზის 50 ნერგი გადაეცათ. აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ზუგდიდის ადგილობრივი ხელისუფლები სწარდგინებითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას ბრძანებით აფხაზეთის №11 საჯარო სკოლას გამოჩენილი მეცნიერის, საზოგადო მოღვაწისა და აკადემიკოსის ილია ვეკუას სახელი მიენიჭა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





