11:29 - 15 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-13 06:19:19, 822 ნახვა

რეგიონი
თუშეთის ინტერნეტიზაციის ფარგლებში მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ბენეფიციარებისთვის ვაუჩერები გაიცა

თუშეთის 24 სოფელსა და 4 ხეობაში, სადაც თუშეთის განვითარების ფონდისა   და საერთაშორისო ორგანიზაცია ISOC-ის მხარდაჭერით  ინტერნეტი ამოქმედდა, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ პოტენციურ ბენეფიციარებს სპეციალური ტრენინგები ჩაუტარა და მათ  150 ლარის ღირებულების ერთჯერადი ვაუჩერები გადასცა. 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გიორგი ჩერქეზიშვილის განცხადებით, მოხდა ადგილობრივი მოსახლეობის გადამზადება და მათი ტექნიკური აღჭურვა.  

„გვყავს 29 ბენეფიციარი, რომლებმაც მიიღეს 150 ლარის ღირებულების ერთჯერადი ვაუჩერები და დაფინანსება, რათა მათ მოახდინონ საკუთარ ბიზნესში ინტერნეტის ჩართულობა. მათ  ასევე მიიღეს  გარკვეული ცოდნა, რომ შეძლონ დაკავშირება საერთაშორისო ქსელებთან და მიიღონ დამატებითი ტურისტები ადგილობრივ სასტუმროებში“ - განაცხადა გიორგი ჩერქეზიშვილმა.

თუშეთში ამ ამ ეტაპისათვის უკვე დამონტაჟებულია 7 ანძა და მონიშნულია სატრანზიტო წერტილები: სოფელ რუისპირის ანძა, რომელთანაც მოყვანილია ოპტიკური ხაზი (კომპანია „ფრინეტი,“ კახეთი) და აბანოს უღელტეხილი, სადაც დამონტაჟებულია უფასო ინტერნეტის დაშვების წერტილი.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოში ამინდი გაუარესდება
COP31-ის ათასობით მონაწილე, ლგბტ თემის წარმომადგენლებთან ერთად, ანტალიის ქუჩებში პროტესტის ნიშნად გამოვიდა
ალიასკამ 1998 წლის შემდეგ პირველად აირჩია დემოკრატი გუბერნატორი
მაკრონი: უკრაინა ნატოსთან ერთად ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics