16:52 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-08 04:56:24, 2307 ნახვა

ეკონომიკა
კომისია შპს „კავკასუს ონლაინის“ წინააღმდეგ სს „თიბისი ბანკის“ საჩივარს იხილავს

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „კავკასუს ონლაინის“ წინააღმდეგ სს „თიბისი ბანკის“ საჩივარი წარმოებაში მიიღო.

როგორც კომისიის განცხადებაშია აღნიშნული, სს „თიბისი ბანკი“ სადავოდ ხდის შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ ფიზიკურ პირზე შემდეგ ინტერნეტ დომენების გაცემის ფაქტს: mytbc.ge, mytbcbank.ge, itbc.ge, itbcbank.ge.

„სს “თიბისი ბანკი” საჩივარში მიუთითებს, რომ ბანკს დაუკავშირდა მოქალაქე და ზემოაღნიშნული ინტერნეტ დომენების მიყიდვა შესთავაზა. საჩივრის ავტორის განცხადებით, სს „თიბისი ბანკი“ საქპატენტში დარეგისტირებულ განსაკუთრებულ უფლებას ფლობს შემდეგ სასაქონლე ნიშნების სიტყვიერ ნაწილებზე: TBC BANK და TBC, შესაბამისად, ბანკს აქვს სრული უფლება აუკრძალოს ნებისმიერ მესამე პირს ამ სიტყვათა იდენტური ან/და მსგავსი სიტყვების გამოყენება.  საჩივარში ასევე, აღნიშნულია, რომ „კომერციული ბანკების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, არავის აქვს უფლება გამოიყენოს ტერმინი „ბანკი“ ან სხვა სიტყვათაწყობა ამ ტერმინის გამოყენებით ამ კანონის შესაბამისად გაცემული ლიცენზიის გარეშე, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

სს „თიბისი ბანკი“ ითხოვს  კომისიამ დაავალოს შპს „კავკასუს ონლაინს“ შემდეგი ინტერნეტ დომენების -  mytbc.ge, mytbcbank.ge, itbc.ge, itbcbank.ge რეგისტრაციის გააუქმება, ხოლო აღნიშნული დომენების მფლობელი მოქალაქე ცნოს საქართველოს კანონმდებლობის დამრღვევად“, - ნათქვამია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადებაში.

საკითხის ზეპირი მოსმენის სხდომა, სადაც პროცესში ჩართული ყველა დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება გამოქვეყნდება და მხარეებს საკუთარი არგუმენტაციის წარმოდგენის საშუალება ექნება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში მიმდინარე წლის 28 სექტემბერს, 15:00 საათზე გაიმართება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გზების დეპარტამენტი: საქართველოში ფასიანი გზები არ იქნება
წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ ივანიშვილის შექება მოგვერიდოს
აშშ-ში ქართველი მიგრანტი ICE-ის პატიმრობაში გარდაიცვალა
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირი დააკავა, მათ შორის 49 ნარკორეალიზატორია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics