|
2017-09-07 06:39:36, 737 ნახვა
რეგიონი
აჭარაში სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება
ხვალ, აჭარაში, სასტუმრო შერატონში, სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნება. მსგავსი მასშტაბისა და თემატიკის კონფერენცია რეგიონში პირველად ტარდება. 7 ქვეყნის 150-ზე მეტი უცხოელი და ქართველი ტურიზმის დარგის სპეციალისტი სოფლის ტურიზმის საერთაშორისო სტანდარტებს ორი დღის განმავლობაში განიხილავს. კონფერენციის მიზანი ევროპული გამოცდილების გაზიარება და სოფლის ტურიზმის დარგში დანერგვაა. კონფერენციის ფარგლებში მოწვეული ქართველი და უცხოელი ექსპერტები ჩაატარებენ პრეზენტაციებს, მოხსენებებს, სემინარებსა და დისკუსიებს სოფლის ტურიზმის განვითარების პერსპექტივების შესახებ. ევროპის სოფლის ტურიზმის ფედერაციის EUROGITES წევრი ორგანიზაციები და საოჯახო-სასტუმრო სახლების მფლობელები კი სტუმრებს ლიტვას, თურქეთის, მოლდოვას, საფრანგეთისა და უკრაინის გამოცდილებას გააცნობენ. მოეწყობა გაცნობითი პრაქტიკული ვიზიტები აჭარის რეგიონის ტურისტულ მარშრუტებზე. კონფერენციის ძირითადი თემებია: • სოფლის ტურიზმი - არსებული სიტუაცია და განვითარების ტენდენციები • სოფლის ტურიზმის დარგში საუკეთესო გამოცდილება და გამოწვევები • ინოვაციები ტურიზმში • ღვინის წარმოებისა და ღვინის ტურიზმის საერთაშორისო სტანდარტები • სოფლის ტურიზმის განვითარების მნიშვნელოვანი ასპექტები • სოფლის ტურიზმის ზოგადი სტანდარტები და კატეგორიზაცია კონფერენციაში მონაწილეობას ტურიზმის დარგის ექსპერტები, ტურიზმის სექტორში დასაქმებული ორგანიზაციების, საოჯახო-სასტუმრო სახლების, სოფლის და ეკო ტურიზმის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, ასევე ტურისტული სააგენტოების, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი დაესწრებიან. კონფერენცია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით იმართება. სააგენტო 2015 წლიდან გაერთიანებულია ევროპის სოფლის ტურიზმის ფედერაციაში, რომელიც 27 ქვეყნის 35 პროფესიულ ორგანოს აერთიანებს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)