16:35 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-07 06:41:42, 2500 ნახვა

ეკონომიკა
ქუმსიშვილი: ლარის კურსის ცვლილება ძირითად შემთხვევაში საქართველოზე არაა დამოკიდებული

„ლარიზაციის პროგრამის ფარგლებში ჩვენ შევქმენით ყველა ინსტრუმენტი იმისთვის, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს  სესხები ლარში გადაეყვანა და შესაბამისად, მათზე კურსის ცვლილებას ზეგავლენა არ მოეხდინა“, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია არ გაიზარდოს ფასები პროდუქციაზე და  სესხების მომსახურებაზე.

„ჩვენ ბევრჯერ ვისაუბრეთ იმაზე, რომ კურსის ცვლილება ძირითად შემთხვევაში არაა დამოკიდებული საქართველოზე, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ღია და გახსნილი ეკონომიკა. შესაბამისად, ჩვენი ვალუტის კურსი არის მცურავი და ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება  ფასებს,  ჩვენ ივლისის შემდეგ ვხედავთ, რომ ინფლაციამ დაიწყო შემცირება და დარწმუნებულები ვართ, რომ 2018 წელს ჩვენ  3%-იან მიზნობრივ მაჩვენებელს დავუბრუნდებით“,  - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გზების დეპარტამენტი: საქართველოში ფასიანი გზები არ იქნება
წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ ივანიშვილის შექება მოგვერიდოს
აშშ-ში ქართველი მიგრანტი ICE-ის პატიმრობაში გარდაიცვალა
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირი დააკავა, მათ შორის 49 ნარკორეალიზატორია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics