|
2017-09-07 03:02:02, 2462 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე ესტონეთში, საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას
7-8 სექტემბერს საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი ესტონეთს ეწვევა. საგარეო უწყების ინფორმაციით, მიხეილ ჯანელიძე ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის ესტონეთის ინიციატივითა და ორგანიზებით გამართულ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ სამუშაო შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას. ღონისძიებაზე განიხილავენ 24 ნოემბერს ქ. ბრიუსელში დაგეგმილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტთან დაკავშირებულ საკითხებსა და ევროკავშირსა და აღმოსავლეთ ევროპულ ქვეყნებს შორის თანამშრომლობას. ასევე შეეხებიან უსაფრთხოების სფეროში „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნების სტაბილურობის გაძლიერების, რაც ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის გლობალური სტრატეგიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი შეხვედრა. მიხეილ ჯანელიძე ასევე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ევროკავშირის წევრი ქვეყნების კოლეგა მინისტრებთან.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)