20:09 - 09 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-09 19:53:08, 247 ნახვა

მსოფლიო
ტრამპი: ვინმეს სერიოზულად სჯერა, რომ ეს „არჩევნები“ სამართლიანი იყო?

ვინმეს სერიოზულად სჯერა, რომ ეს „არჩევნები“ სამართლიანი იყო? როგორ შეიძლება გამოკითხვები ასეთი არასწორი იყოს? ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა  განაცხადა.

მანამდე მან პირობა დადო, რომ არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხს კითხვის ნიშნის ქვეშ არ დააყენებდა.

„ზოგიერთი ადრეული კენჭისყრის „შედეგი“ იმდენად დიდი იყო, რომ გამარჯვება შეუძლებელი იყო, რამდენი ადამიანიც არ უნდა მისულიყო ხმის მისაცემად.

ყველაფერი აპარატებზეა დამოკიდებული, რომლებიც გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ამომრჩევლები!“ - აღნიშნა მან.

The New York Times-თან სატელეფონო ინტერვიუში თქვა, რომ „აბსოლუტურად მზად იყო“ შედეგების მისაღებად და დემოკრატებთან თანამშრომლობისთვის. დამარცხება მან იმით ახსნა, რომ თავად არ ყოფილა საარჩევნო ბიულეტენში.

 მიუხედავად იმისა, რომ ტრამპმა არჩევნების დასრულებისთანავე აღიარა მარცხი, რესპუბლიკური პარტიის ფართომასშტაბიანი წაგების შემდეგ მან კვლავ დაუბრუნდა არჩევნების გაყალბების შესახებ უსაფუძვლო ბრალდებების რიტორიკას.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი: ვინმეს სერიოზულად სჯერა, რომ ეს „არჩევნები“ სამართლიანი იყო?
კრაკოვში თავდამსხმელი საავადმყოფოში გარდაიცვალა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წინანდლის მამულში რიგით მეოთხე ღვინის სიმპოზიუმი გაიმართა
არ გაჩერების კულტურა კალათბურთში - საქართველოს ბანკი კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics