|
2017-09-06 07:24:36, 936 ნახვა
რეგიონი
ტელეკომპანია „ევრონიუსი“ ბათუმს გადაცემას უძღვნის
პოპულარული ტელეკომპანია ევრონიუსი ბათუმს ვრცელ რეპორტაჟს უძღვნის. გადაცემა „მეტროპოლიტანი“-ს მეშვეობით ბათუმის ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობას, არქიტექტურას, გასტრონომიასა და ქალაქის თანამედროვე სახეს მილიონობით მაყურებელი გაეცნო. ევრონიუსის ეთერში ბათუმის შესახებ მომზადებული საინტერესო გადაცემა „ბათუმი - სტრატეგიული პორტიდან აქტიურ საზღვაო კურორტამდე“ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული მედიატურის ფარგლებში გაკეთდა. ევრონიუსის გადამღები ჯგუფი პრესტურით რეგიონს ზაფხულის აქტიურ ტურისტულ სეზონზე სტუმრობდა, რომლის დროსაც ტელეკომპანიამ კიდევ ერთი გადაცემა შავი ზღვის ჯაზფესტივალის შესახებ მოამზადა. „წელს, ბათუმისა და ზოგადად, რეგიონის რეკლამირებას აქტიურად ვეწევით ისეთი პოპულარული ტელეკომპანიებით, როგორიცაა ევრონიუსი. გარდა აჭარის საიმიჯო ვიდეორგოლებისა, რომლებიც უკვე ორი თვეა ტრიალებს ტელეკომპანიის ეთერით, მომზადდა სპეციალური გადაცემები ჩვენი ქალაქის შესახებ. შესაბამისად, 200-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის ჩვენს სამიზნე ქვეყნებში ეცნობიან ჩვენს ტურისტულ პოტენციალს და ეს ბუნებრივია, ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის, რეგიონის ცნობადობის გაზრდასა და პოზიტიური იმიჯის ჩამოყალიბებას. ჩვენი სატელევიზიო რეკლამა ტრიალებს ტელეკომპანია BBC-ის ეთერშიც და ვაგრძელებთ სხვა პოპულარულ ტელეკომპანიებთან მოლაპარაკებებსაც”, - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა. ევრონიუსის ეთერში ბათუმის შესახებ მომზადებული გადაცემის ნახვა შესაძლებელია შემდეგ ვებ-მისამართზე - http://www.euronews.com/2017/09/05/batumi-from-strategic-port-to-bustling-sea-resort. (NS)
შსს: სასიგნალო შეტყობინების შემოსვლის გამო, გამშვებ პუნქტ დარიალიდან ევაკუაცია მოხდა
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარაბარა ფოსი დაინიშნა
პარტია ლელო : კობახიძის სიტყვები აფხაზეთში საწვავის მიწოდებასთან დაკავშირებით საკმარისი არ არის
გახარიას პარტია: აფხაზეთში კომერციული საწვავის იმპორტი საქართველოს უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)