|
2017-09-06 05:49:27, 2311 ნახვა
კომენტარი
რატიანი უმრავლესობას: მთელი წლის განმავლობაში თქვენ გიჭირთ პარლამენტში შეკრება და იგვიანებთ
„ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგო რატიანმა პარლამენტის საშემოდგომო პლენარული სესიის დაგვიანებით დაწყებასთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოთქვა. როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, მსგავსი ტიპის დაგვიანებები სისტემატიურია. "დღეს მაგალითად 2 საათი ვერ შეიკრიბა პარლამენტი და ეს არ ხდება პირველად. მთელი წლის განმავლობაში თქვენ გიჭირთ აქ შეკრება და იგვიანებთ როგორც წესი. უმრავლესობის წევრებიც არიან უკმაყოფილოები. ტიპიური საბჭოთა კავშირის სინდრომია, როდესაც რაღაცა მავნებლობას ეხება ძალიან სწრაფად კეთდება საქმე და როდესაც მართლა საქმე არის გასაკეთებელი, ისეთი როგორც მაგალითად ელემენტარული - შევიკრიბოთ და უმრავლესობას ეკისრება ვალდებულება შეკრიბოს ქვორუმი, ამაზე რა საკვირველია ვაგვიანებთ", - მიმართა დეპუტატმა საპარლამენტო უმრავლესობას. ცნობისთვის, პარლამენტის საშემოდგომო პლენარული სესია დღეს 12:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა სესია 2-საათიანი დაგვიანებით გაიხსნა.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)