|
2017-09-05 07:52:42, 2180 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი EBRD-ის პრეზიდენტ სერ სუმა ჩაკრაბარტის შეხვდა
საქართველოში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) საქმიანობაზე ისაუბრეს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და ბანკის პრეზიდენტმა სუმა ჩაკრაბარტიმ შეხვედრაზე, რომელიც EBRD-ის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის საქმიანობა, მიმდინარე და სამომავლო პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები. პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დადებითად შეაფასა ის გარემოება, რომ საქართველოსთან მიმართებაში ბანკის სტრატეგია თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის რეფორმების გეგმასთან. მისი განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს რეფორმებს EBRD-ის სახით ასეთი სერიოზული მხარდამჭერი ჰყავს და იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა საქართველოსა და EBRD-ს შორის სამომავლოდ კიდევ უფრო გაღრმავდება. ამასთან, შეხვედრაზე განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის საკითხები. მათ შორის, ისაუბრეს კაპიტალის ბაზრისა და მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირების ცალკეული მიმართულებების შესახებ. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში (EBRD) აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის მმართველი დირექტორი ფრანსის მალიჟი, EBRD-ის რეგიონალური დირექტორი ბრუნო ბალვანერა და ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა. აღსანიშნავია, რომ EBRD საქართველოში საინვესტიციო პროექტების ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელია, რომლის კონტრიბუცია საქართველოს ეკონომიკაში ყოველწლიურად იზრდება. ამ ეტაპზე EBRD-ის დაფინანსება საქართველოში შეადგენს დაახლოებით 3 მილიარდ ევროს, საიდანაც დაახლოებით 91 პროცენტი შეადგენს კერძო სექტორში დაფინანსებას მხოლოდ 2016 წელს ბანკმა საქართველოში 250 მლნ ევროს ინვესტიცია განახორციელა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)